ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის მისაღებად.
სტიპენდია ყოველწლიურად ენიჭება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ერთ სტუდენტს. სტიპენდია გაიცემა ყოველთვიურად, სასწავლო წლის განმავლობაში (10 თვე), 300 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
სტიპენდია გაიცემა წინა სასწავლო წლის შედეგების გათვალისწინებით და კონკურსის წესის საფუძველზე ენიჭება იმ სტუდენტს, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული აკადემიური და სამეცნიერო მიღწევებით. ერთსა და იმავე პირს სტიპენდია შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ერთხელ.
სტიპენდია არ გაიცემა: ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტზე; ბ) დამატებითი სემესტრის სტუდენტზე; გ) სტიპენდიის მინიჭების წელს მობილობით გადმოსულ სტუდენტზე; დ) წინა კალენდარულ სემესტრებში სტატუსშეჩერებულ სტუდენტზე; ე) სტიპენდიის მინიჭების წელს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების შემთხვევაში (ასეთ ვითარებაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გაუცემელი თანხის სხვა სტუდენტისთვის სტიპენდიის სახით დანიშვნის თაობაზე); ვ) სტუდენტზე, რომლის ჯამური (საერთო) GPA ნაკლებია 3.5-ზე.
სტიპენდიით დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს რექტორის ბრაძანებით დამტკიცებული სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია.
კანდიდატთა შეფასება მოხდება:
ა) აკადემიური მოსწრების მიხედვით (გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში წინა 2 კალენდარულ სემესტრში სასწავლო კურსებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკული გამოანგარიშებით);
ბ) სამეცნიერო ნაშრომის/ნაშრომების მიხედვით (გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სამეცნიერო კონფერენციის თეზისებში/მასლებში /სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა)
სტიპენდიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ბაკალავრიატის სტუდენტებმა თსუ პირველი კორპუსის 208-ე ოთახში 2024 წლის 18 ოქტომბრის 17.00 საათის ჩათვლით წარმოდგინონ
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ
2. ამონაწრი სასწავლო ბართიდან ( ამოიბეჭდება ბაზიდან)
3. ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია სამეცნიერო აქტივობის შესახებ
4. ჟურნალში გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული სამეცნიერო ნაშრომი/ სამეცნიერო კონფერენციის თეზისები/მასალები
დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულადაც მის: humanities@tsu.ge
საკონტაქტო პირები - სოფიკო ძნელაძე, დეკანის თანაშემწე 5 551 14 00 74; ეკატერინე ანდღულაძე, სტუდენტთა მომსახურების ცენტრი 574 14 55 35